პაატა მანჯგალაძე - საგამოძიებო კომისიისთვის მობილიზებული ვიქნებით მომდევნო სასესიო კვირაშიც, ვიქნებით უფრო მეტნიც

საგამოძიებო კომისიისთვის მობილიზებული ვიქნებით მომდევნო სასესიო კვირაშიც, ვიქნებით უფრო მეტნიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ შეხვედრაზე განიხილა კოორდინაციის საკითხი და 2 საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციაა.

"ოპოზიცია ერთიანია რამდენიმე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, ახალი საკითხების დაყენებას არ ვაპირებთ. ერთიანები ვართ სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის საკითხზე, ასევე ჩვენი კოლეგები დააინიცირებენ "ქოლ - ცენტრებთან" დაკავშირებულ კომისიას.

სხვა კომისიებს რაც შეეხება, ინიცირებულია, იცით 5-6 ივლისის ძალადობაზე საგამოძიებო კომისია, ასევე ხელისუფლების რუსეთთან თანამშრომლობის თაობაზე და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია, ეს საკითხები არ დადგება,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძეს ასევე ჰკითხეს, განიხილეს თუ არა პოლიტიკური პირების სანქცირების საკითხიც, ამასთან დაკავშირებით მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა დასრულებული არ არის და ჯერჯერობით მსგავსი საკითხი არ განუხილავთ, თუმცა, არ გამორიცხა, რომ ეს დღის წესრიგში დადგეს.

„ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიციაა, რომ „კლანი" და ხელისუფლება არის ერთიანი და როგორც ლეგიტიმური იყო მოსამართლეთა სანქცირება, ასევე ლეგიტიმურია „ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირება მოვითხოვოთ,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს