ვიოლა ფონ კრამონი - მომილოცავს, „თვის ტროლის“ ჯილდო ამჯერადაც უცილობლად გადაეცემათ ქართველ „ტროლებს“, მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმ „ფეიკ“ ინფორმაციებს პასუხობს, რომელიც მის შესახებაა გავრცელებული.

მან „ტვიტერში“ ამის შესახებ სპეციალური ვიდეოც გაავრცელა.

როგორც ევროპარლამენტარი ვიდეოში ამბობს, მის შესახებ გავრცელებული „ფეიკ“ ინფორმაციისა და ვიდეოს უკან, სავარაუდოდ, მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები დგანან.

„მომილოცავს, „თვის ტროლის“ ჯილდო ამჯერადაც უცილობლად გადაეცემათ ქართველ „ტროლებს“, მათ რუს ტროლებსაც კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის „გერინგის“ რუსულ თარგმანს აიღებს. „გერინგი და „გიორინგი“ კირილიცათი ერთნაირად იწერება, ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ, არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე ჰერმან გიორინგთან. მეორე „ფეიკი“ კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო - ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური ე.წ. „დიფ-ფეიკ“ ვიდეო იყო. საინტერესო გარემოებაა, რომ ეს „ფეიკი“ ძირითადად მმართველი ფრაქციის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა, შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად. მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ დამოუკიდებელი „ფაქტ ჩექერები“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში Myth Detector-ი, რომელმაც ეს სისულელე გამოააშკარავა. მადლობა მათ და მომავალშიც მზად ვარ ვითანამშრომლო“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ