თბილისის მერი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს. კახა კალაძემ ელჩს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

„საქართველო-ისრაელის ურთიერთობები განსაკუთრებულია და ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ ამ მეგობრობისა და პარტნიორობის გასაღრმავებლად. ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივია,

სიამოვნებით გავიზიარებთ ისრაელის ქალაქების გამოცდილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტექნოლოგიების, სერვისების მიმართულებით თუ სხვა სფეროში. ვფიქრობ, ასევე, დიდი პოტენციალი გვაქვს საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძე

თავის მხრივ, ჰადას ესტერ მეიცადმა გამოთქვა მზაობა, რომ ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა