კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა  და „რითეილ ასოციაციას“ შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა (CIU) და „რითეილ ასოციაციას“ შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. აგრეთვე, ამავე ღონისძიების ფარგლებში, „კომერციული გზამკვლევის“ პრეზენტაციაც ჩატარდა.

წიგნის „კომერციული გზამკვლევის“ ერთ-ერთი თანაავტორის, ია ნადირაშვილის განცხადებით, გზამკვლევის მიზანია მეწარმეებს პრაქტიკული რჩევები კომერციულ მოლაპარაკებებთან და გარიგებებთან დაკავშირებით მისცეს.

„დღეს „კომერციული გზამკვლევი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს წარვუდგინეთ. „კომერციული გზამკვლევის“ ავტორები არიან: ია ნადირაშვილი (რითეილ კონსულტანტი) და მირანდა მანჯგალაძე (რითეილ ექსპერტი). ასევე, ამ პროექტით დაინტერესებული „რითეილ ასოციაცია“ და USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა იყო, სწორედ მათი მხარდაჭერით ეს პროექტი განხორციელდა. „კომერციული გზამკვლევი“ განკუთვნილია ყველა იმ მეწარმისთვის, სუბიექტისთვის (ეს იქნება მცირე, საშუალო, თუ დიდი ბიზნესი), რომელიც დაინტერესებულია თავისი ბიზნესი გააფართოოს და კომერციული მოლაპარაკება ან გარიგება „რითეირთან” აწარმოოს. ასევე, „კომერციული გზამკვლევი“ განკუთვნილია ყველა სუბიექტისთვის, ვინც ზოგადად მომავალში გეგმავს თავისი საქმიანობა საცალო ვაჭრობას დაუკავშიროს. ამ გზამკვლევში თავმოყრილია ყველა ის თანამედროვე მეთოდები, მიდგომები, რომლითაც მოლაპარაკების პროცესი საცალო ვაჭრობის დროს ხდება. სწორედ, „კომერციული გზამკვლევის” საშუალებით სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მოხდება”, - განაცხადა ია ნადირაშვილმა.

„რითეილ ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის, სოფიო ქაშაკაშვილის თქმით, „რითეილ ასოციაციას” და “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს” შორის დადებული მემორანდუმი სტუდენტებს საშუალებას მისცემს პრაქტიკები „რითეილ ასოციაციის” წევრ კომპანიებში გაიარონ.

„რითეილ ასოციაცია” ძალიან მოხარულია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცა და ჩვენს შორის მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიაზრებს სამომავლო თანამშრომლობას, რაც გულისხმობს, როგორც სტუდენტების პრაქტიკების „რითეილ სექტორში” გატარებას, ასევე სამომავლო კვლევების ჩატარებას. სტუდენტებს მემორანდუმი საშუალებას მისცემს, რომ პრაქტიკები წამყვან ბიზნეს სუბიექტებში გაიარონ, როგორიც არის „რითეილ ასოციაციის” წევრი კომპანიები. „რითეილ ასოციაციები” სასურსათო ქსელურ მარკეტებს აერთიანებს, შესაბამისად, ბიზნესის და სხვა პროფესიის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარ პროფესიას უფრო ღრმად დაეუფლონ. აგრეთვე, ძალიან საინტერესო თანამშრომლობა შედგება კვლევების კუთხით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ცალკეული კვლევების ჩატარებაში დაგვეხმარება, რაც ჩვენი სექტორისთვის აქტუალურია. მაგალითად: მარკეტინგული კვლევები და ა.შ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან წარმატებულად გაგრძელდება”, - განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, მარიკა კლდიაშვილის განცხადებით, „რითეილ ასოციაციას“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისთვის იგეგმება სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო პროექტების განხორციელება.

„ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს და „რითეილ ასოციაციას” შორის მემორანდუმს ხელი მოეწერა. თანამშრომლობის დროს ვგეგმავთ: საერთო კვლევებს, პროექტებს, კონფერენციის გამართვას და ამავე დროს, სტუდენტებისთვის სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო პროექტების განხორციელებას. უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია მეწარმეების მხარდაჭერა და ჩვენი კვლევები, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ, ხელს შეუწყობს ჩვენს სტუდენტებს, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგან და წიგნის, „კომერციული გზამკვლევის” პრეზენტაცია სწორედ ამას ემსახურებოდა”, - განაცხადა მარიკა კლდიაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი