გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის ელჩი ეწვია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, იმამურა აკირა ეწვია.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრის მიზანს სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა და იაპონია-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საჯარო ლექციის წაკითხვა წარმოადგენდა.

„შეხვედრას რექტორის მოადგილე, პროფესორი, ვახტანგ ჭარაია მასპინძლობდა, რომელმაც შეხვედრის შემდგომ ელჩს უნივერსიტეტის შესახებ მოკლე ინფორმაცია გააცნო და სასწავლო გარემო და ლაბორატორიები დაათვალიერებინა. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე.

შეხვედრას სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები, სახელმწიფო, ბიზნეს და დიპლომატიური სფეროების წარმომადგენლები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო