ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციას ეყოლება საკმარისი რაოდენობა დეპუტატების, რომ უზრუნველვყოთ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხის გადაწყვეტა

საპარლამენტო ოპოზიციას ეყოლება საკმარისი რაოდენობა დეპუტატების, რომ უზრუნველვყოთ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხის გადაწყვეტა, იმავდროულად შეეცდება დღის წესრიგში სხვა საკითხებიც გააჩინოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია.

„არის რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლობის თაობაზე საგამოძიებო კომისია, რომელიც თავის დროზე ინიცირებულია „ლელოს" მიერ, ასევე "ქოლ - ცენტრების" საკითხზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერეს და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხის განხილვას და მიღებას. ერთი სიტყვით მობილიზებული იქნება საპარლამენტო ოპოზიცია, რათა უზრუნველვყოთ ამ საკითხების განხილვა და მიღება. ნომერი პირველი ამ საკითხებში არის სასამართლო "კლანთან" დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" ბოიკოტს უცხადებს სახელმწიფო ინსტიტუციას, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება