რატი მორჩილაძე - „ფორსაითის“ მიზანია მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობებით  ინვესტორებს დავეხმაროთ სტაბილური ფინანსური მომავლის მიღწევაში

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” გუნდისთვის, ყოველ ახალ საინვესტიციო პროდუქტზე მუშაობისას, მთავარი ამოსავალი წერტილი არის თითოეული ინვესტორის დაცულობა“, - ამის შესახებ კომპანიის საინვესტიციო ოფიცერმა, რატი მორჩილაძემ განაცხადა.

მას მიაჩნია, რომ საქართველოში არსებულ მეტ-ნაკლებად სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოში უკვე შესაძლებელია საფუძველი ჩაეყაროს დასავლური ტიპის საინვესტიციო კულტურასა და ეკოსისტემას.

რატი მორჩილაძის თქმით, ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პროცესში ინდივიდუალური ინვესტორების ჩართულობა, პირველ რიგში კი იმისათვის, რომ მათ უზრუნველყონ თავიანთი სტაბილური ფინანსური მომავალი.

„ამისთვის მხოლოდ კომერციული ბანკის დეპოზიტი და უძრავ ქონებაში ინვესტირება საკმარისი არ არის. ჩვენს მოქალაქეებს სტაბილური ფინანსური მომავლის მიღწევაში დაეხმარება ახალ ფინანსურ პროდუქტებში დივერსიფიცირებული ინვესტიციები.

მათ, „ფორსაითის“ სახით, შეუძლიათ ჰყავდეთ პერსონალური ფინანსური მრჩეველი, რომელიც დაეხმარება გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარი გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში. თავიანთი ფინანსების „ფორსაითთან“ ერთად მართვით, მოქალაქეები შეძლებენ უპასუხონ ყველასთვის ნაცნობ და ამავდროულად აქტუალურ შეკითხვებს- მაგალითად, როგორ უზრუნველვყოთ სათანადოდ დანაზოგი საპენსიო ასაკისთვის, როგორ გადავიხადოთ ხარჯები შვილის განათლებისთვის, როგორ დავგეგმოთ პირადი ფინანსები, ისე, რომ ოჯახის ჯანმრთელობა მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს- ეს არის ის კითხვები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს გონივრული საინვესტიციო სტრატეგიის შექმნით“, - აღნიშნა „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ საინვესტიციო ოფიცერმა.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. „ფორსაითი“ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, დამზოგველებისგან და ინვესტორებისგან მოიზიდოს კაპიტალი, განახორციელოს ინვესტიციები ამ კაპიტალით და მათვე დაუგენერიროს სარგებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო