26 აპრილს, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე N4-ის და N10-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 26 აპრილს 17:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 26 აპრილს, 17:00 საათიდან 27 აპრილის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წერეთლის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის და თამარ მეფის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის და ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, სურამის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ვორონინის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, ხვამლის, პასტერის, ვანის, გოგოლაურის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, ცემის, ფოთის, მირცხულავას, კოსმონავტების და კერესელიძის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"