თბილისში, საერთაშორისო კონფერენცია „თანამშრომლობა კრიზისის დროს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად“ ჩატარდება

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში 27-28 აპრილს წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია „თანამშრომლობა კრიზისის დროს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად“ ჩატარდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციის ორგანიზატორები არიან: „საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი“, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის კრიზისის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების რატგენის კვლევით ლაბორატორია (პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია 30 უცხოელი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიება ტარდება ჰიბრიდული ფორმატში.

კონფერენციის თემებია:

თანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი ალტერნატიული საშუალებები;

მუზეუმებისა და მემკვიდრეობის სფეროს ორგანიზაციების; პროფესიული და სამოქალაქო როლი კრიზის პრევენციაში, კრიზისის დროს და პოსტ-კრიზისულ პერიოდში;

პარტნიორობა მუშაობის ტრადიციულ საზღვრებს მიღმა - განსაკუთრებული აქცენტით ჰუმანიტარული ორგანიზაციების, მედიისა და საგანგებო მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებული სხვა უწყებების ჩართულობაზე;

ორგანიზატორების მიზანია შეიქმნას საერთაშორისო ქსელი, რომელშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა კომპეტენციის სპეციალისტები და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას.

საერთაშორისო კონფერენცია შეიმუშავებს კომუნიკეს. პარალელურად, დაგეგმილია ტრენინგ პროგრამის განხორციელება, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: რისკის შეფასება, საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების მართვა და სხვ. ტრენინგის პროგრამა რეგიონულია და მასში ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც.

კონფერენციის დასკვნით სესიაზე (28 აპრილს, 16:00-17:15 სთ) მსჯელობა გაიმართება საქართველოში უძრავი და მოძრავი ძეგლების წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. სესიაში მონაწილეობას მიიღებენ:

პროფ. სტეფან სიმონი, (ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები), რომელმაც იელის უნივერსიტეტში მუშაობისას დააფუძნა უნივერსიტეტების, მუზეუმებისა და კვლევითი ორგანიზაციების კოალიცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გლობალური კონსორციუმი“ (The Global Consortium for the Preservation of Cultural Heritage), მანანა თევზაძე, საქართველოს ლურჯი ფარის ხელმძღვანელი და აკად. დავით ლორთქიფანიძე, რომლის მოხსენების თემაცაა „ბიოკულტურული მემკვიდრეობა საქართველოს კონკურენტული უპირატესობა: კრიზისი როგორც შესაძლებლობა“.

კონფერენცია ტარდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს, დიდი ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტის და გერმანიის კულტურისა და მედიის ფედერალური მთავრობის კომისრის მხარდაჭერით.

კონფერენციის ოფიციალური ნაწილის 27 აპრილს 10:00 საათზე გაიხსნება, ხოლო დასკვნით სესია - „საქართველოში უძრავი და მოძრავი ძეგლების წინაშე არსებული გამოწვევები“ 28 აპრილს, 16:00-17:15 საათზე დაიწყება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი