ნინო ხელაძე - არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში, ამ ეტაპამდე გამოშვებულში, პრეპარატი „ვოსორიტიდი“, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის

არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში, ამ ეტაპამდე გამოშვებულში, პრეპარატი „ვოსორიტიდი“, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის, - ამის შესახებ ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, ნინო ხელაძემ იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც აქონდროპლაზიის გაიდლაინის მომზადების სტატუსი, მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვის ეტაპები და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილება მიმოიხილეს.

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა სამუშაო შეხვედრასა და პროტოკოლზე ისაუბრა.

„გაიდლაინზე დაჩქარებულ რეჟიმში ვმუშაობთ და ვთვლით, რომ პირველ ივნისამდე იქნება დრაფტი, რომელიც შემდგომ განიხილება და დამტკიცდება. ამ გაიდლაინზე მუშაობს სხვადასხვა სპეციალისტი, ბევრი ექიმი.

წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს და თუ მათ აქვს სხვადასხვა გართულებები, რომელთაც სჭირდებათ ან რეაბილიტაცია, ან ყელ-ყურის მხრივ ჩარევა, ან რაიმე ოპერაციული ჩარევა, ეს რაც შეიძლება დროულად უნდა იყოს შეთავაზებული და რაც შეიძლება კვალიფიციურად.

არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში, ამ ეტაპამდე გამოშვებულში, ეს პრეპარატი, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი მითითებული არ არის.

რა თქმა უნდა რისკები არის, თუმცა ამ რისკებს ჩვენ ყველას გავეცანით. ეს რისკები მართვადია და ჩვენ, ექიმები მზად ვართ, რომ თუ პრეპარატს შეიძენენ ვმართოთ პაციენტები ისე, როგორც აუცილებელია და როგორც მართავენ იმ ქვეყნებში, რომელშიც ამ პრეპარატებს იყენებენ. მზად ვარ გავუწიო რეკომენდაცია და პაციენტებს დავეხმარო მკურნალობის დაწყებაში“, - განაცხადა ნინო ხელაძემ.

აღნიშნულ კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი