მკურნალობის პროცესში ბავშვებზე ზრუნვა Acıbadem-ში

ბავშვები ჩვენი მომავალია და მათ ყველაფერი საუკეთესო უნდა შევთავაზოთ. ცხოვრების მანძილზე ბავშვებთან ურთიერთობას კარგ მომენტებთან ერთად ზოგჯერ რთული პერიოდებიც ახლავს თან. პერიოდულად, ბავშვები შესაძლოა დაავადნენ. დაავადებათა უმრავლესობის განკურნება ძირითადად მცირე დროში ხდება, თუმცა ხანდახან შესაძლოა საკმაოდ რთულ შემთხვევებთანაც გვქონდეს საქმე. ასეთია მაგალითად კიბოს დიაგნოზი, რომელიც ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისას და მკურნალობის უფრო ეფექტიანი მეთოდების წყალობით ახლა უკვე სრულად განკურნებადია.

Acıbadem Healthcare Group-ის ბავშვთა სიმსივნეების სამკურნალო გუნდის ხელმძღვანელი, პროფესორი ფუნდა კორაფჩიოღლუ, გვესაუბრა იმის შესახებ, რომ ბავშვებში 0-18 წლამდე გვხვდება კიბოს ზუსტად იგივე ტიპები, რაც მოზრდილებში. ბავშვებში კიბოს განვითარებისა და მკურნალობის მაჩვენებელი კი, მისი განმარტებით, მოზრდილებში არსებული იგივე მაჩვენებლისგან განსხვავებულია. მისივე თქმით, კიბოს ადრეულ ეტაპზე სრულყოფილად აღმოჩენისა და სრულად განკურნების შანსი მოზრდილებთან შედარებით გაცილებით მაღალია.

ბავშვთა სიმსივნეებს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ

პროფესორმა კორაფჩიოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვთა სიმსივნეების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, ბავშვთა დაავადებების ნიშნები და სიმპტომები გულმოდგინეთ უნდა შეფასდეს, ხოლო რაიმე უჩვეულოს გამოვლენის შემთხვევაში, დაავადება კიბოს ჭრილში უნდა განვიხილოთ.

Acıbadem Healthcare Group-ის საავადმყოფოებში არსებული უახლესი ლაბორატორიებისა და ტექნიკური პირობების წყალობით, შესაძლებელია დავადგინოთ დაავადების სიმპტომები კიბოსგანაა გამოწვეული თუ სხვა დაავადებას ეკუთვნის. ამისათვის ჩვენს საავადმყოფოებში ტარდება შემდეგი ანალიზები: სისხლის ანალიზი და სისხლის ნაცხი, სისხლის დალექვის სიჩქარის გაზომვა, ვირუსის სეროლოგიური კვლევა, შარდის სრული ანალიზი, განავლის ანალიზი, გულმკერდის რენტგენი, სხეულის კონკრეტული უბნის ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული (MR) ან ტომოგრაფიული გაშუქება. Acıbadem Healthcare Group-ის საავადმყოფოებში, იმ შემთხვევაში თუ პაციენტის ანალიზების მიხედვით კიბოზე ეჭვი არსებობს, ასევე ინიშნება ანალიზები კონკრეტული სიმსივნის სპეციალურ მარკერებზე ან ბიოფსია.

კიბოს დიაგნოსტირებისათვის ბიოფსია აუცილებელია

ბიოფსია გამოცდილი სპეციალისტის მიერ ტარდება და საეჭვო ქსოვილის კვლევას გულისხმობს. საკვლევი ნიმუში პათოლოგიური, იმუნოლოგიური და მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიაში შეისწავლება და დადგინება არის თუ არა იგი სიმსივნური. ბავშვთა სიმსივნეების შემთხვევაში, მოზრდილებისგან განსხვავებით ბიოფსია ნემსის გამოყენებით არ ტარდება. საეჭვო შემთხვევებში, როგორიცაა მაგალითად ლიმფომა, ლიმფური კვანძი ქირურგიული მეთოდით სრულად ამოიკვეთება და ამის შემდგომ ხდება მისი გამოკვლევა. აღნიშნული ქმედება დიაგნოზის სიზუსტისათვისაა საჭირო. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე დაისმება დიაგნოზი, მკურნალობაც თავის მხრივ დროულად დაიწყება. შესაბამისად, კიბოს დიაგნოზზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ექიმი და ოჯახის მიერ შერჩეული ჯანდაცვის დაწესებულება უზრუნველყოფს, რომ სწორად შერჩეული მკურნალობა შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოს.

პროფესორმა კორაფჩიოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკურნალობის პროცესში სიმსივნური ქსოვილის აღმოსაჩენად, აუცილებელია მაღალი ხარისხის მაგნიტურ-რეზონანსული (MR) გაშუქება, ხოლო მიღებული სურათი კი გამოცდილმა ექიმმა უნდა შეაფასოს. მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში მიღებული ზიანის პაციენტისათვის მნიშვნელოვნად შესამცირებლად, ასევე საგულისხმოა, რომ ექიმმა ბიოფსია სათანადოდ ჩაატაროს. “არასწორად და არასათანადოდ ჩატარებულმა ბიოფსიამ შესაძლოა მკურნალობის დასასრულს ორგანოს დაკარგვაც კი გამოიწვიოს”.

თავს გრძნობ როგორც სახლში

Badem-ის ონკოლოგიურ ცენტრში (Badem Oncology Service) ბავშვები, რომელთაც კიბოს დიაგნოზი დაუდგინდათ, მკურნალობის რთულ პროცესს გადიან. ცენტრი მდებარეობს ჩვენს Maslak-ის საავადმყოფოში, რომელიც მხოლოდ პედიატრიულ ონკოლოგიურ პაციენტებს ემსახურება. შესაძლო განმეორებითი ქირურგიული ოპერაციებისა და ხელახალი ქიმიოთერაპიის ჩატარების საჭიროებიდან გამომდინარე, მკურნალობის პროცესი ხშირად რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდება. ამ ხანგრძლივ პერიოდში ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ბავშვებმა თავი მყუდრო გარემოში იგრძნონ და თქვან: “თავს ვგრძნობ როგორც სახლში”.

მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდები კიბოს ტიპის მიხედვით განსხვავებულია, როგორც წესი ყველა მათგანი ქიმიოთერაპიით იწყება. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს სარკომასთან. ამ დროს ქიმიოთერაპია ქსოვილის ზომაში შესამცირებლად ინიშნება, რის შემდეგაც იგი უკვე ქირურგიული მეთოდით ამოიკვეთება, მკურნალობა კი ქიმიოთერაპიით გაგრძელდება. ბავშვთა სიმსივნეების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, მკურნალობისას გამოიყენება ასევე რადიოთერაპია.

ახალი მეთოდები საშუალებას იძლევა მკურნალობა უშუალოდ სიმსივნურ ქსოვილებს მიემართოს, რაც ამცირებს ქიმიოთერაპიული ნივთიერებებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს და გაცილებით ამსუბუქებს მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტის მდგომარეობას.

პროფესორ კორაფჩიოღლუს თქმით, “ახალი მეთოდები საშუალებას გვაძლევს მკურნალობა უშუალოდ სიმსივნურ ქსოვილზე მივმართოთ. ამგვარად მცირდება წამლებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენება ყველა ტიპის სიმსივნის შემთხვევაში დასაშვები არ არის, რამდენადაც როგორც წესი, მკურნალობის კონკრეტული მეთოდის გამოყენებამდე წინასწარ უნდა ვიცოდეთ გაანადგურებს თუ არა იგი სიმსივნეს. ამდენად, სიმსივნეს კარგად უნდა ვიცნობდეთ, რათა განვსაზღვროთ მისი “საპასპორტო ნომერი”, რადგანაც კონკრეტული სიმსივნის მკურნალობა შესაძლებელია იმ მედიკამენტებით, რომელიც სპეციალურად ამ ნომრისთვის არის განკუთვნილი.”

Badem-ის ონკოლოგიურ ცენტრში (Badem Oncology Service) არსებული დამატებითი მკურნალობა და სხვა სახის მომსახურებები

Acıbadem Healthcare Group-ის Badem-ის ონკოლოგიურ ცენტრში (Badem Oncology Service), ზემოთ აღნიშნულ მკურნალობასთან ერთად ტარდება ასევე ღებინების საწინააღმდეგო და ქიმიოთერაპიით გამოწვეული დაზიანებისგან ორგანოების დამცავი მედიკამენტოზური მკურნალობა. ანემიის რისკის, ფებრილური ინფექციისა და დაავადებით გამოწვეული ან ქიმიოთერაპიის შემდგომი სისხლდენის სამკურნალოდ ინიშნება სისხლის/სისხლის პროდუქტებითა და ანტიმიკრობული მკურნალობა. ჩვენს კლინიკაში ასევე ხელმისაწვდომია სათანადო კვება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სოციალური მომსახურებები.

აღსანიშნავია, რომ Badem-ის ონკოლოგიურ ცენტრში (Badem Oncology Service) გულისრევისა და ღებინების საპრევენციოდ, ასევე ორგანოების ქიმიოთერაპიით გამოწვეული დაზიანების თავიდან ასარიდებლად დამატებითი მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება.

კიბოს წარმატებულ მკურნალობას, მისი სრული ალაგება განსაზღვრავს. Acıbadem Healthcare Group-ი კი მკურნალობის წარმატებას ასევე უკავშირებს გამოჯანმრთელებული პაციენტის მიერ ცხოვრების ჩვეულ რიტმში სწრაფად დაბრუნებას. Acıbadem Health Group-ის მიზანია, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტები ცხოვრებას ყოველგვარი გართულების გარეშე დაუბრუნდნენ.

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა N60, ტელ: 0431 258500

გამოგვყევით სოციალურ ქსელში, მიიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებები სამედიცინო სფეროში და უფასო, ალტერნატიული, მსოფლიოში წამყვანი მედიკოსების მოსაზრება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო