ვიქტორ ყიფიანი მიროშევსკის ცენტრის (პოლონეთი) წარმომადგენლებს შეხვდა

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მიროშევსკის ცენტრის (The Mieroszewski Centre) დირექტორს, ერნესტ ვისისკიევიჩს, დირექტორის მოადგილეს, ლუკას ადამსკის და უფროს მკვლევარს, ბართლომეი გაიოს „ჯეოქეისის“ ოფისში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიროშევსკის ცენტრი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს.

შეხვედრაზე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხი განიხილეს და ქართულ და პოლონურ აკადემიურ წრეებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით შეფასებებიც გაუზიარეს.

მხარეებმა, ასევე, გამოთქვეს მზაობა საქართველო-პოლონეთის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით თანამშრომლობისათვის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა