არის ბავშვების კონტინგენტი, რომელთა საჭიროებებსაც ეს წამალი [ვოსორიტიდი] დღესვე რომც იყოს, არ ესადაგება და ამით ამ ბავშვების პრობლემები არ ამოიწურება, - აღნიშნულის შესახებ ექიმმა-გენეტიკოსმა ლალი მარგველაშვილმა განაცხადა.
გენეტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას სრულფასოვანი „გაიდლაინი“, რომელიც განსაზღვრავს, რა ასაკში რა მკურნალობა და რა მასშტაბის ჩარევა სჭირდება პაციენტს.
„იმისათვის, რომ ნებისმიერი პრეპარატი რომელიმე ქვეყანაში დაინიშნოს და ამ პრეპარატმა სარგებელი მოუტანოს პირველ რიგში, პაციენტს და შემდეგ იმ საზოგადოებას, რომელიც გაიღებს რესუსრსს ამ პრეპარატის შესაძენად, საჭიროა დარწმუნებული ვიყოთ სჭირდება თუ არა ეს პრეპარატი პაციენტს.
დღეს განხილული იყო გზები, თუ ექიმების რომელი კონტინგენტი, რომელი საერთაშორისო ექსპერტები უნდა იყვნენ ამაში ჩართული, რათა პაციენტისათვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო გამოსავალს მივაღწიოთ.
ჩვენ, სამინისტრომ გვთხოვა, რომ „გაიდლაინი" შეიქმნას მაქსიმალურად სწრაფად და ეს პროცესი ზაფხულის ბოლოსთვის დამთავრდეს, რომელიც სრულფასოვანი უნდა იყოს და მოიცავდეს წამალს კი არა, ყველა იმ საჭიროებას, რომელიც გარდა წამლისა, ამ ბავშვებს დღესდღეობით აქვთ”, - განაცხადა ლალი მარგველაშვილმა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.