უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 44 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 44 ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის 2 სამოქალაქო პირი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“სახლში ჩვენი 44 ადამიანის დაბრუნება მოვახერხეთ. მათ შორის - 36 რიგითი და სერჟანტი, და 6 ოფიცერი. ისინი არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიელები, მეზღვაურები. ადამიანები მარიუპოლს, “აზოვსტალს”, ხერსონის ოლქს იცავდნენ, აღმოსავლეთში ებრძოდნენ მტერს. ასევე ორი სამოქალაქო პირი გავათავისუფლეთ”, - წერს ერმაკი.

მითი თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილები, რომლებსაც მტერი ტყვეობაში აწამებდა.

ერმაკი აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულებს შორის არის 2 მამაკაცი, რომელთა მეუღლეების ტყვეობიდან დაბრუნება მანამდე მოხერხდა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა