ირაკლი კობახიძე - მთავარია არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება

„ნაცმოძრაობა“ უკვე უმძიმეს დღეშია, მათ შორის რეიტინგების კუთხითაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, თუმცა აუცილებელია მათთან ერთად „კოლექტიური ნაცმოძრაობაც“ განეიტრალდეს.

კობახიძე "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიაზრებს პარტიებს: „ლელოს“, "საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებელს" , "გირჩი-მეტი თავისუფლებას" და "დროას".

„იშლება ეს [ნაციონალური მოძრაობა] პოლიტიკური პარტია და პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. საბოლოო ჯამში ეს პროცესები 2024 წლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. აქ ერთ რამეზეა ყურადღება გასამახვილებელი, მნიშვნელობა არ აქვს მეორე ძალად პოლიტიკურ სისტემაში ფორმალური „ნაცმოძრაობა“ დარჩება, თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად „ნაცმოძრაობა“ იქნება. „ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური ფენომენი და მასში შედის, მათ შორის, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, ზურა ჯაფარიძე, ხოშტარია და ა.შ.. ისინი ერთობლიობაში არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე მთავარია არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ , როგორც პოლიტიკური პარტიის, განეიტრალება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, არამედ აუცილებელია სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და აქეთკენ უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევაც მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის