ეკატერინე კვარაცხელია - აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მართვას

აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები ძალიან რთული პაციენტები არიან, მათ აქვთ სხვადასხვა სისტემის პრობლემები და ისინი მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მართვას, - აღნიშნულის შესახებ ენდოკრინოლოგმა ეკატერინე კვარაცხელიამ განაცხადა.

ენდოკრინოლოგის განმარტებით, ასეთი პაციენტების ინდივიდუალური მოთხოვნილებები სწორად უნდა იყოს მართული.

„დღეს გაიმართა გაერთიანებული შეხვედრა იშვიათი დაავადებების მართვის საბჭოში. ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, მათ შორის აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების საჭიროებებზე. ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინეთ და დავსახეთ გეგმები. ჩავაბარეთ ანგარიში, რას აკეთებს ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტისგან შედგება. პირველ რიგში, უნდა შედგეს სწორი რეგისტრი, მოხდეს პაციენტების აღრიცხვა, მათი სამედიცინო კუთხით შეფასება და დამუშავდეს ეს მონაცემები. ჩვენი მხრიდან სამინისტროს გავაცანით ჩვენი სამუშაო ფორმატი, რომ ყოველკვირეულად ვხვდებით და ვართ პროტოკოლის შემუშავების პროცესში. შესაძლოა, სამომავლოდ ჩავრთოთ უცხოელი ექსპერტებიც.

აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები ძალიან რთული პაციენტები არიან, მათ აქვთ სხვადასხვა სისტემის პრობლემები და ისინი მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მართვას. მათი მართვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულ მიდგომას გულისხმობს და სწორედ ამ საკითხებზე იყო დღეს მსჯელობა, რომ მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებები უნდა იყოს სწორად მართული. მართვა ეხება ყველაფერს, ეს ტერმინი გამოიყენება მაშინ, როდესაც დაავადებისგან არ ხდება განკურნება“, – განაცხადა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ეკატერინე კვარაცხელიას განმარტებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო კონკრეტულ მედიკამენტს აქვს თავისი გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები.

„ეს პრეპარატი დაჩქარებული წესითაა მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოს და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ. დასრულებულია კლინიკური კვლევების ფაზები, მაგრამ ჯერ კიდევ ინტენსიურად მიმდინარეობს გამოკვლევა. ეს პრეპარატი იმ ქვეყნებში არის გამოყენებული, სადაც მიმდინარეობდა კლინიკური კვლევა და ამ ქვეყნებშიც ინტენსიურად ხდება პაციენტებზე დაკვირვება, როგორც ეფექტურობის შეფასება, ისე გვერდითი მოვლენების გაანალიზება“, – განაცხადა ეკატერინე კვარაცხელიამ, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა