აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საპროტესტო მსვლელობა დღესაც გამართეს - მშობლები იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართვას ითხოვენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან პრეპარატ "ვოსორიდიტის" ქვეყანაში შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.

მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე 3 მოთხოვნა დააყენეს.

ერთ-ერთი მშობლის, ლია შავიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, საკოორდინაციო საბჭოს მუშაობასა და ყველა პროცესში, რაც მედიკამენტ “ვოსორიდიტის“ საქართველოში ჩამოტანას უკავშირდება, ჩართული იყოს მინიმუმ სამი მშობელი.

“ჩვენი მოთხოვნაა საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და ზოგადად ყველა პროცესში ჩართული იყოს მინიმუმ სამი მშობელი. დღეს, საკოორდინაციო საბჭო სხდომა ისე ჩატარდა, რომ მშობლები არ დაგვიბარეს.

თამარ გაბუნია დაგვპირდა, რომ საკოორდინაციო საბჭოში ჩართული ვიქნებოდით, მაგრამ საბჭოს მუშაობაში დღემდე არ ვართ ჩართულნი. ამიტომ, ვითხოვთ იყოს მშობელთა ჩართულობა, არა მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, არამედ თითოეულ იმ ნაბიჯში, რაც “ვოსორიდიტის” საქართველოში შემოტანისთვის კეთდება.

მეორე მოთხოვნა არის ის, რომ ჩვენ ველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრის განკარგულებას, სადაც აღნიშნული იქნება მედიკამენტის საქართველოში შემოტანის და მკურნალობის დაწყების კონკრეტული ვადები. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება სწრაფად არის მისაღები. ჯანმოს რეკომენდაციების დალოდების გარეშე შეუძლია აღნიშნული მედიკამენტი შემოიტანონ საქართველოში და სწრაფად დაიწყონ ჩვენი შვილების მკურნალობა”,- განაცხადა შავიშვილმა.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა და მხარდაჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს თხოვნით, რომ მშობლებს გადასცეს მის მიერვე ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც მედიკამენტ “ვოსორიდიტის” საქართველოში შემოტანის კონკრეტული თარიღი იქნება მითითებული.

“ბატონო, პრემიერო ჩვენ რომ ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ისევ მოტყუებულები არ ვიქნებით, ამიტომ ერთადერთი დოკუმენტი გვინდა, რომელიც იქნება მთავრობის განკარგულება და რომელსაც ხელს თქვენ მოაწერთ. ეს იქნება მთავრობის განკარგულება, რომლითაც დარეგულირდება ამ მედიკამენტის ბავშვებისთვის მიწოდება და მითითებული იქნება კონკრეტული თარიღი. სანამ ამ აქტს ხელში არ დავიჭერთ არ დავიშლებით”, - განაცხადა ლია შავიშვილმა.

აქციის დასასრულს მშობლებმა, 27 აპრილს, 19:00 საათზე აქცია კვლავ დაანონსეს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი