დმიტრო კულება  - გაზაფხულის კონტრიერიშის ერთადერთი მიზანი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაა

გაზაფხულის კონტრიერიშის ერთადერთი მიზანი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ იტალიურ ტელეარხ Sky Tg24-თან საუბარში განაცხადა.

“გაზაფხულზე იქნება კონტრიერიში, მაგრამ როდის - არ ვიტყვი. ვემზადებით. ერთადერთი მიზანი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაა, ჩვენ ტერიტორიას გავათავისუფლებთ”, - განაცხადა კულებამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ხერსონთან იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ჟურნალისტის კორადო ზუნინოს დაბომბვის შედეგად დაჭრასთან დაკავშირებით.

“როგორც კი გავიგე ამ საზარელი მოვლენის შესახებ, ჩვენ სამხედროებს დავუკავშირდი, რომლებმაც საქმის დეტალები მითხრეს. ისინი ჟურნალისტს დაუკავშირდნენ და გააკეთებენ ყველაფერს შესაძლებელს, რათა დაეხმარონ მას”, - აღნიშნა კულებამ.

გარდა ამისა, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართული საუბრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“ჩინეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. დიდი პატივისცემა არსებობს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩინეთმა დაადასტურა ტერიტორიული მთლინობისადმი მისი მყარი ერთგულება”, - განაცხადა კულებამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა