თსუ-ში გამოფენა „ეთნოლოგი ქალები საქართველოში“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ეთნოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლების - ქართველი ეთნოლოგი ქალების პირადი ნივთების, ნაშრომების, საველე ჩანაწერების, ფოტოების გამოფენა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

გამოფენაზე “ეთნოლოგი ქალები საქართველოში”, რომელიც თსუ-ს მუზეუმის, ეთნოლოგია - ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივის ერთობლივი ინიციატივით მომზადდა, წარმოდგენილი იყო მასალები იმ მეცნიერების შესახებ, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის, ყოფა-ცხოვრების მეცნიერულ შესწავლასა და პოპულარიზაციაში.

გამოფენის გახსნაზე თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ ქართველი ეთნოლოგი ქალების ღვაწლსა და მათ სამეცნიერო მემკვიდრეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, იმ წვლილზე, რომელიც მათ ქართული ეთნოლოგიის განვითარებაში შეიტანეს.

„ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო იმ მეცნიერ ქალთა ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეთნოლოგიის განვითარების საქმეში. მათ შორის ვერა ბარდაველიძის, ჯულიეტა რუხაძის, რუსუდან ხარაძის, ნანული აბესაძის, თინა ოჩიაურის, ლეილა მოლოდინის, მანანა შილაკაძის, თამარ მამალაძის, ნანული ჯიქიას, ლამარა ფაშაევას, სარა ბედუკაძის, მაყვალა ზანდუკელის, ჟუჟუნა ერეიაშვილის, ლამარა ბედუკიძის, მადონა ხაზარაძის, ციალა ბეზარაშვილის, ცისანა კაკაბაძისა და სხვა ეთნოლოგი ქალების საინტერესო და დიდი სამეცნიერო მნიშვნელობის ხელნაწერები, ფოტოები და სხვა პირადი ნივთები. ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინა მათი სამეცნიერო შრომების დედნები, რომელთაც დღემდე არ დაუკარგავთ აქტუალობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა