ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა არ არის მოსალოდნელი, კვლევის შედეგებმაც აჩვენა,- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ამასთან, ჩარკვიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თავმჯდომარეობიდან 2 თვეში პარტიის რეიტინგის გაზრდა მოახერხა.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა არ არის მოსალოდნელი ეს დღევანდელმა კვლევის შედეგებმაც აჩვენა. ნიკა მელიას სტრატეგია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს არ მოსწონდა, გაიწია. ნიკა მელიას გადარჩევის გამო გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. ეს ჩემი აზრი არ არის. შედეგებით და ფაქტებით ვილაპარაკოთ. წინა კვლევის დროს 6 პროცენტი იყო ახლა 14 პროცენტი გახდა.
მიშას რეიტინგი იყო სულ. მელიას რეიტინგი იყო ოდესმე? - მელიას ეგონა, რომ სულ თავისი ხმები იყო, ხოლო ხაბეიშვილი თვლის, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ეს არის მიშას რეიტინგი. ასეთი კატასტროფული რეიტინგი „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც წინა კვლევებმა აჩვენა, არასდროს ჰქონია. საქილიკო მდგომარეობაში იყო უკვე პარტია. ორ თვეში ლევან ხაბეიშვილმა ეს მოახერხა, ამავე დროს დარბის, რაღაცებს აკეთებს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
კითხვაზე, ხაბეიშვილმა მოახერხა პარტიის რეიტინგის გაზრდა თუ კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა, ჩარკვიანი ამბობს, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებით ვერ ილაპარაკებს, ხოლო რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, პარტიის დამფუძნებელია და ის თავის პარტიის გულშემატკივარია.
„მე დავით კეზერაშვილზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს თემა არ ვიცი და მიხარია, რომ აზრზე არ ვარ, მაგრამ ვანო მერაბიშვილზე შემიძლია ვილაპარაკო. მერაბიშვილი არის მათი პარტიის დამფუძნებელი. ხალხს, ისიც აღიზიანებდა უცებ ხატია დეკანოიძე თეთრი მანტიით, რომ გამოვიდა და გირგვლიანის თემა, რომ დაიწყო. მე შეიძლება ვილაპარაკო ამაზე, იმიტომ რომ მაშინ, ქუჩაში ვაპროტესტებდი, მაგრამ შენ რომ ვანო მერაბიშვილის უწყება იყავი, ეს ხომ ძალიან ულამაზოა. ხალხს არ მოსწონს ასეთი არასწორი საქციელი. საზოგადოება თვლის, რომ ვანო მერაბიშვილი 7 წელი სამარტოო საკანში იყო, გამოვიდა ციხიდან და თავის პარტიას გულშემატკივრობს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
მისივე შეფასებით, ნიკა მელია კონტრშეტევაზე ვეღარ გადავა.
ჩარკვიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია „რადარებიდან გაქრა“.
„მე ვამბობდი, რომ ხაბეიშვილის დროს რეიტინგი გაიზრდება - მეთქი, რეიტინგი გაიზარდა. მელია ვერანაირ კონტრშეტევაზე ვეღარ გადავა. რადარებიდან გაქრა, თავი გაიქრო. მელია რომ მოქცეულიყო როგორც ლევან ვარშალომიძე, მაგრამ როგორც ვარშალომიძე ისე რომ მოიქცე, მაშინ ვარშალომიძე უნდა იყო, ინტელექტუალურადაც და ზნეობრივადაც. მელიას არ აქვს ეს პოლიტიკური ზნეობა და მან, ეს ბევრჯერ დაამტკიცა. რადარებიდან გავიდა, თუ არადა ნახეთ არსად არ არის, არც კვლევაშია.
დაივიწყა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, არავის ახსოვდა. მარტო ხაბეიშვილზე გააკეთეს მახვილი. საკუთარ პარტიას გარკვეული ფრთა ურტყამდა. ზუსტად ეს არ აპატია ხალხმა და 14 პროცენტით გაიზარდა პარტიის რეიტინგი“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
მისვე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თუ დააფინანსებს ნიკა მელიას პარტიას, ეს დიდი შეცდომა იქნება.
„მესმის ნიკა გილაურის. გილაურმა უფინანსოს ძალიან მწირი "ბექგრაუნდის" მქონე ნიკა მელიას პარტია, ეს დიდი შეცდომა იქნება გილაურის მხრიდან. პარტია არის ის პრინციპები და უღალატობა, რაც მელიამ ვერ გააკეთა“,- აღნიშნა ჩარკვიანმა.