ვოლოდიმირ ზელენსკი - რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს

რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ჩერნობილის კატასტროფის წლისთავზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს რაფაელ გროსის რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელოვნურად შექმნილ კატასტროფის საფრთხეზე ესაუბრა.

„ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი ზუსტად ის დღეა, როდესაც ღირს მსოფლიოში ყველას შევახსენოთ, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება. მითუმეტეს, როცა წელიწადზე მეტია ყოველდღე და ყოველწუთს არსებობს რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი რადიაციული კატასტროფის საფრთხე ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა რაფაელ გროსის სოციალური ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგურის პერსონალისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ