გიორგი ამილახვარმა USAID საქართველოს მისიის დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს საქართველოში, ჯონ პენელს უმასპინძლა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„გიორგი ამილახვარმა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა და ჯონ პენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც განათლების ყველა საფეხურებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად USAID-ის მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი.

გიორგი ამილახვარმა ჯონ პენელს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო. თავის მხრივ, USAID საქართველოს მისიის დირექტორმა მინისტრს დაგეგმილი პროექტების განხორციელების საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეები არსებული და ახალი საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა