სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 2 279 უკრაინელი დაბრუნდა, მათ შორის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან უკრაინის მიერ გუშინ დაბრუნებულ 44 ადამიანზე ისაუბრა.
"ჩვენ მოვახერხეთ რუსული ტყვეობიდან უკრაინაში კიდევ 44 ადამიანის დაბრუნება. უმეტესობა ჯარისკაცია. მათ შორის არიან „აზოვსტალისა" და მარიუპოლის დამცველები, დონეცკის ოლქის, ხერსონის ოლქის, ხარკოვის ოლქის დამცველები, უმეტესობა რიგითი და სერჟანტები არიან, არიან ოფიცრებიც და ორი სამოქალაქო პირი. მთლიანობაში, 2 279 უკრაინელი უკვე დაბრუნდა რუსეთის ტყვეობიდან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ყველა ტყვედ ჩავარდნილ ადამიანს დააბრუნებს.
„ყველა გვახსოვს. უკრაინამ ყველა თავისიანი უნდა დააბრუნოს", - აღნიშნა ზელენსკიმ.