რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქი 65-ჯერ დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებმა ხერსონში მძიმე არტილერიიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და ავიაციიდან 386 ჭურვი გაისროლეს. რუსული აგრესიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი - დაშავდა“, - აღნიშნა პროკუდინმა.
მისი თქმით, რუსებმა დაბომბეს საცხოვრებელი კვარტლები, ელექტრო ქვესადგურის ტერიტორია ბერისლავის რაიონში, სტანისლავის თემის დასახლების ადმინისტრაციული შენობები.