უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა სამი მიმართულებით მტრის 54 შეტევა მოიგერიეს, ბახმუტის მიმართულება ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 54 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ცდილობენ წინსვლას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.

„ბახმუტის მიმართულება ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე, მტერი წარუმატებლად ცდილობს წინსვლას ორეხოვო-ვასილოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიმართულებებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ავდიივკას მიმართულებით მოწინააღმდეგე ქალაქ ავდიივკას მიდამოებში, ასევე სევერნოესა და პერვომაისკოესკენ დასახლებებისკენ წინსვლას ცდილობდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, რუსები შეტევას ახორციელებდნენ თავად მარინკას რაიონში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აქ, ისევე როგორც ბახმუტში, ბრძოლის ინტენსივობა მაღალია.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი