ოკუპანტი ქვეყანა არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი არის ტერორი და უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ მიკოლაივის ოლქზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
„ღამით რუსეთმა მიკოლაივი შავი ზღვიდან გაშვებული ოთხი „კალიბრის“ რაკეტით დაბომბა. მაღალი სიზუსტის იარაღი მიმართული იყო კერძო სახლების, ისტორიული შენობისა და მაღალსართულიანი შენობისკენ“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია 1 დაღუპულისა და 23 დაშავებულის შესახებ. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.