27 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

27 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1620 კონსტიტუციური სარჩელი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

„კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს დისკრეციას, უფლებამოსილება გაუგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულების საფუძვლით მაშინ, როდესაც პალატაში დარჩენილი მოსამართლეები ისედაც ქმნიან საქმის განსახილველად აუცილებელ კვორუმს.

მოსარჩელის განმარტებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეებისაგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ექსკლუზიური კომპეტენცია მინიჭებული აქვს საქართველოს პარლამენტს. შესაბამისად, მათთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებაც, უშუალოდ პარლამენტის მიერ უნდა იქნეს მიღებული. სადავო ნორმა კი აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ანიჭებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

ამდენად, მოსარჩელის მითითებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული აუცილებელი საპარლამენტო ლეგიტიმაციის გარეშე სამოსამართლო საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი