საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, სტუმრებს პროკურატურის საგამოძიებო მიმართულებები, მიღწევები და არსებული გამოწვევები დეტალურად გააცნეს.

მათივე ცნობით, ამერიკელი კოლეგები საქართველოს პროკურატურის, როგორც ქვეყანაში კორუფციული და ფულის გათეთრების დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი უწყების, საქმიანობით დაინტერესდნენ, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მათ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს.

„შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო კრიპტოვალუტის გამოყენებით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების პროცესში არსებულ გამოცდილებებსა და გამოწვევებს. ამ მიმართულებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზაირეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-prokuraturis-warmomadgenlebi-amerikis-sheerTebuli-shtatebis-xazinis-departamentis-warmom

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა