ბექა ლილუაშვილი - რიგგარეშე არჩევნებზე მოლოდინების შექმნა სწორი არ მგონია - ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ მზად უნდა იყოს მსგავსი მომენტებისთვის

თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ეს დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდელმა შეიძლება მეტი რისკი შექმნას, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე გავლენის გზით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას და აღნიშნა, რომ ვადამდელ არჩევნებზე მოლოდინების წინასწარ შექმნა სწორი არ არის, თუმცა, ოპოზიცია მსგავსი შემთხვევისთვის მზად უნდა იყოს.

„ჩვენი პარტნიორების განწყობა ქართველი ხალხის მიმართ იმედს გვიტოვებს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. თუ ისე მოხდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, არც ნაყოფიას, არც ლილუაშვილის, არც ივანიშვილის გადასაწყვეტი არ იქნება რიგგარეშე არჩევნების საკითხი, თუ ეს დღის წესრიგი დადგა, ამას ქართველი ხალხი დააყენებს. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნებზე მოლოდინების შექმნა სწორი არ მგონია. ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს მსგავსი მომენტებისთვის. მე სხვის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, ჩვენი პარტია ნამდვილად ემზადება და შეხვდება და ამ გამოწვევას. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ხოლმე როცა ვადამდელზე საუბარი გვესმის, რა სისტემით უნდა ჩატარდეს? ახლა რომ ჩატარდეს, ჩანაწერი გვაქვს, რომ 2024 - ში კიდევ უნდა ჩატარდეს, ამიტომ ბევრი კითხვაა და თუ ვადამდელი ჩატარდება ეს დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდელის ჩატარებამ შეიძლება უფრო მეტი რისკი შექმნას, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე გავლენის გზით, რადგან რეკომენდაციები არ სრულდება და ყველა მექანიზმი რჩებათ, რაც კანონის მიღმა შეუძლიათ გამოიყენონ, "- განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა ნაყოფიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება და ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო