ხათუნა სამნიძე - დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მგონია პოლიტიკური შეცდომა

დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მგონია პოლიტიკური შეცდომა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, არ ეთანხმება არც ერთ ოპოზიციონერ კოლეგას, რომელიც საზოგადოებაში იმგვარ აზრს თესავს, თითქოს საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. სამნიძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსგან ელიან მუშაობას და არა რიგგარეშე არჩევნების მოწყობას.

„მე არ ვეთანხმები არც ერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც დღეს საუბრობს რიგგარეშე არჩევნებზე, ან საზოგადოებაში აღვივებს განცდას, ან ქმნის ისეთ მოლოდინს, თითქოს ამ ქვეყანას არ ექნება კანდიდატის სტატუსი. ჯერ კიდევ არის დრო, ჯერ კიდევ არის პუნქტების შესრულების დრო და საზოგადოება არის ძალიან ფხიზელი, როდესაც ხედავს, რომ ხელისუფლება ზურგს აქცევს 12 პუნქტის შესრულებას. ამიტომ ვერ გაბედავს ამას „ქართული ოცნება“ და დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მგონია პოლიტიკური შეცდომა, შეცდომაში შეყვანა როგორც საზოგადოების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომელიც ჩვენგან ელოდებიან მუშაობას და არა რიგგარეშე არჩევნების მოწყობას“, - განაცხადა სამნიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა