მარიამ ქვრივიშვილი - მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია WizzAir-თან მოლაპარაკება წარმატებით დავასრულეთ

მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკება, რომელსაც ჩვენი გუნდი ავიაკომპანია WizzAir-თან აწარმოებდა, წარმატებით დასრულდა. მიმდინარე წელს ჩვენ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, WizzAir-ის 4 ბაზირებული ხომალდი გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია WizzAir-ის ახალი მიმართულების დამატების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

1-ელი დეკემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. ავიაკომპანია ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში, გაიზრდება სიხშირეები ოთხი სხვადასხვა მიმართულებით.

მინისტრის მოადგილემ შეაფასა საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკა 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ მილიონ 200 ათასზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, იმას ნიშნავს, რომ ტურისტული ვიზიტები, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში 95 პროცენტით აღდგა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელი ტურისტების წილი საკმაოდ მზარდია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში. ასევე მნიშვნელოვანია გამოვყოთ ავიაციის ინდუსტრიის როლი საქართველოს ტურიზმისა და ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებაში. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციას. ჩვენი მარკეტინგული კამპანიები ემსახურება საქართველოს სწორ პოზიციონირებას ევროპისა და ყურის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში მიმდინარე წელი განსაკუთრებულად წარმატებული და გამორჩეული იქნება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიებაში ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ავიაკომპანია Wizz Air-ის ავიამიმართულების განვითარების ოფიცერი ეველინ ჯეკელი, ავიაკომპანია Wizz Air-ის აეროპორტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადისლავ ილინი, უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, დანიის ელჩის მოადგილე ანდერს ტრელბორგი მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს