ჩინეთის საგარეო მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინის საუბარზე - ეს არის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისკენ ჩინეთის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა სი ძინპინმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ. ეს არის ჩინეთის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ლიდერებს შორის საუბარმა „კიდევ ერთხელ აჩვენა ჩინეთის თანმიმდევრული პოზიცია, რომელიც მიმართული მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობისკენ“.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებზე გაამახვილეს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი