სემეკის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღეს ERRA-ს გენერალური ასამბლეის და ERRA-ს წევრი ქვეყნების თავმჯდომარეთა შეხვედრებში.

სემეკის ცნობით, ERRA-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებზე მაია მელიქიძე, როგორც ERRA-ს თავმჯდომარე, სიტყვით წარდგა და ორგანიზაციაში არსებულ სიახლეებსა და ენერგეტიკის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრები პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში გაიმართა. მაღალი დონის შეხვედრების დროს ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელოვანი სიახლეები განიხილეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ასოციაციაში გაერთიანებული არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი ERRA-ს წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელია. სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ასოციაციას მეორე ვადით ხელმძღვანელობს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ