ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას არ აქვს შანსი არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიოს, ამიტომ ერთადერთ ხსნას რევოლუციური სცენარების განხორციელებაში ხედავენ

მთელი მათი პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე არ მიიღოს სტატუსი და ეს გახდეს ტრიგერი მორიგი არეულობის - ფიქრობენ, რომ მღვრიე წყალში წარმატების მიღწევა შესაძლებელია,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე განაცხადა, რითაც კობა ნაყოფიას განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებებით თვითლუსტრაციას ახდენენ.

"ოპოზიციას ელექტორალური კუთხით არ აქვს შანსი არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიონ, ამიტომ ერთადერთ ხსნას ხედავენ გარკვეული რევოლუციური სცენარების განხორციელებაში. რევოლუციური სცენარის განვითარების მთავარ ტრიგერად მიაჩნიათ ის, რომ საქართველომ არ მიიღოს მორიგ ჯერზე ის, რაც დამსახურებულად ეკუთვნის- კანდიდატის სტატუსი," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა ნაყოფიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება და ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება