იენს სტოლტენბერგი - მივესალმები ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბარს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ შეძლო დაეგმო რუსეთის უკანონო ომი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართულ საუბარს მიესალმება.

„მივესალმები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა უკეთ გაიგოს უკრაინის პერსპექტივები. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ შეძლო დაეგმო რუსეთის უკანონო ომი, უკანონო შეჭრა უკრაინაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მიმართ, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებზე გაამახვილეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება