ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას დაპირებული საბრძოლო მანქანების 98 პროცენტზე მეტი უკვე გადასცეს.
„საერთო ჯამში, საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინას. უკრაინას დაპირებული საბრძოლო მანქანების 98 პროცენტზე მეტი უკვე მიეწოდა. ეს ნიშნავს 1 550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკი და სხვა აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას. საერთო ჯამში ჩვენ გავწვრთენით და აღვჭურვეთ ცხრა ახალი უკრაინული ჯავშანსატანკო ბრიგადა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, აღნიშნული დახმარება უკრაინას ძლიერ პოზიციაში დააყენებს, რათა გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.