29 აპრილს, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გაიმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი აქცია მიმდინარეობს.

ერთ-ერთი მშობლის, ქეთი ბეგიაშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა 29 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება.

„ჩვენი გულისტკივილი და დაუღალავი წვალება გაგრძელდება მანამ, სანამ მედიკამენტ "ვოზორიტიდის" საქართველოში შემოტანის კონკრეტული ვადები არ იქნება ცნობილი და ამის განკარგულების აქტს თვითონ პრემიერი არ მოაწერს ხელს. მსვლელობა შაბათს გაგრძელდება, სამ საათზე კანცელარიასთან შევიკრიბებით, მოვლენ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვები და თავად მიმართავენ პრემიერს“, - განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა.

გარდა ამისა, ქეთი ბეგიაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მშობლებისთვის დამაიმედებელი იყო.

„ეს ნაბიჯი ჩვენთვის დამაიმედებელი იყო, რადგან პრეზიდენტი ჩვენ მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო, როდესაც შევხვდით. მივესალმებით იმას, რომ მან ჩვენ შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან კიდევ გამოითხოვა“, - განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ