გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში რეგიონული ჟურნალის - „სამართლის აქტუალური საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პირველი რეგიონული ჟურნალის -„სამართლის აქტუალური საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიური ჟურნალი მომზადდა საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების - გრიგოლ რობაქიძის სახელობის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური, საქართველოს ეროვნული, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო, კავკასიისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგად.

„მისი მიზანია რეგიონებში იურიდიული განათლების, მეცნიერების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერების წახალისება და მხარდაჭერა.

ჟურნალის პირველ ნომერში, რომელიც USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა, გამოქვეყნებულია სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე ჟურნალის რედაქტორმა, გრუნის რექტორის მოადგილემ, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი მირიანაშვილმა ისაუბრა ჟურნალის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ, განსაკუთრებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებსა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელს გიორგი ჩხეიძეს ერთობლივად განხორციელებული პროექტისა და მხარდაჭერისათვის.

„ამგვარი გამოცემები ხელს უწყობს სამართლის პროფესორების, მკვლევრებისა და სტუდენტების ინტერაქციას და დისკუსიას სამართლის სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე. ამიტომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ნაყოფიერი საქმიანობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

მათივე ცნობით,პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები და პირველ გამოცემაში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების ავტორები, სტუდენტები, გრუნის პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს ჟურნალის პირველი გამოცემა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი