მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარლამენტში ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ მიმდინარეობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ და აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ მიმდინარეობის ანგარიში წარუდგინეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2022 წელს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.

„ჩემპიონატისათვის, საერთო ჯამში, 10 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი რეაბილიტირდება და მოეწყობა. მათ შორისაა, თბილისში მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონები, წყალტუბოს, ქობულეთის, ბათუმი სათადარიგო სტადიონები და ტექნიკური საწვრთნელი ბაზები.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 100 მილიონი ლარია. სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, არა ერთ სპორტულ კომპლექსსა და სტადიონს აშენებს. მათ შორის, დასრულების ეტაპზეა ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზის და რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

ასევე, აქტიურ ფაზაშია ახალციხის სპორტული კომპლექსის, მარნეულში საფეხბურთო სტადიონის, ბოლნისსა და წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი