კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საფრანგეთში საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების დინამიკა“ გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, გოჩა ჯავახიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების დინამიკა“ გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, სპიკერმა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების ისტორიული ასპექტები, ქვეყნებს შორის არსებული თანამედროვე პოლიტიკური გამოწვევები და შესაძლებლობები მიმოიხილა.

„აღინიშნა საფრანგეთის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ახალგაზრდებისთვის არსებული პერსპექტივები საფრანგეთში სწავლისა და კვლევის მიმართულებით.

ლექციას მოდერატორობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი უწევდა.

ლექციის დაწყებამდე ელჩი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს, ვახტანგ წივწივაძეს შეხვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში