„რუსთავის წყალი“ - ხრამის სათავე ნაგებობაზე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშოები ტარდება

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ხრამის სათავე ნაგებობაზე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის წყალქვეშ რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. მოწვეული მყვინთავების საგანგებო ჯგუფი შახტური ჭების სარეაბილიტაციო სამუშოებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავის წყალი“ ავრცელებს.

ამ დრომდე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება 5 შახტური ჭით ხდებოდა, აგვისტოს ბოლოდან კი დამატებით, ორი შახტური ჭა შევა ექსპლუატაციაში, რაც ქალაქის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში 21 მეტრი სიღრმის წყლით დაფარულ შახტურ ჭაში სპეციალურად მოწვეული მყვინთავები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. საერთაშორისო მყვინთავების ჯგუფმა რთული ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა. შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ თითოეულ შახტურ ჭაში არსებული შვიდი ძველი ურდული ახალი, თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულით შეიცვალოს და ახალი ტუმბო-აგრეგატები დამონტაჟდეს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ 2023 წელს დაგეგმილ სამუშაოებს შორის. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაგეგმილი თითოეული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულებასთან ერთად წყალმომარაგება ეტაპობრივად გაუმჯობესდება და წლის ბოლოდან ქალაქ რუსთავისა და ქალაქ გარდაბნის მოსახლეობის მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”, - განაცხადა რუსთვის წყლის გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ.

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის 2023 წელს 30 მილიონ ლარს დახარჯავს და სხვადასხვა მასშტაბის 19 სარეაბილიტაციო პროექტს განახორციელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„რუსთავის წყალი“ - ხრამის სათავე ნაგებობაზე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშოები ტარდება

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ხრამის სათავე ნაგებობაზე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის წყალქვეშ რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. მოწვეული მყვინთავების საგანგებო ჯგუფი შახტური ჭების სარეაბილიტაციო სამუშოებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავის წყალი“ ავრცელებს.

ამ დრომდე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება 5 შახტური ჭით ხდებოდა, აგვისტოს ბოლოდან კი დამატებით, ორი შახტური ჭა შევა ექსპლუატაციაში, რაც ქალაქის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში 21 მეტრი სიღრმის წყლით დაფარულ შახტურ ჭაში სპეციალურად მოწვეული მყვინთავები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. საერთაშორისო მყვინთავების ჯგუფმა რთული ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა. შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ თითოეულ შახტურ ჭაში არსებული შვიდი ძველი ურდული ახალი, თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულით შეიცვალოს და ახალი ტუმბო-აგრეგატები დამონტაჟდეს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ 2023 წელს დაგეგმილ სამუშაოებს შორის. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაგეგმილი თითოეული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულებასთან ერთად წყალმომარაგება ეტაპობრივად გაუმჯობესდება და წლის ბოლოდან ქალაქ რუსთავისა და ქალაქ გარდაბნის მოსახლეობის მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”, - განაცხადა რუსთვის წყლის გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ.

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის 2023 წელს 30 მილიონ ლარს დახარჯავს და სხვადასხვა მასშტაბის 19 სარეაბილიტაციო პროექტს განახორციელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია