პროკურატურა მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შალვა იაშვილთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ალინა კუკავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობს, რაც შალვა იაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.

მისი განმარტებით, ბრალდებული გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

“საქართველო პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები. ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება გააჩნია აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად, მათ შორის, მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარე სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს”, - განაცხადა ალინა კუკავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო