რენატა ბეგიაშვილის მამა - კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით, არ შევსწრებივარ - შაკოსგან არც აგრესია დამინახავს

რენატა ბეგიაშვილის მამა ზურაბ ბეგიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული შალვა იაშვილის მხრიდან აგრესია არ დაუნახავს.

როგორც ის განმარტავს, კონფლიქტს არ შესწრებია და დეტალებიც მისი შვილის მეგობრებისგან იცის.

„მე იქ არ ვყოფილვარ, მისი მეგობრებისგან ვიცი, რომ მთელი დღე ერთად იყვნენ, სულ ყველას დაულევია, რენატა საკმაოდ დამთვრალა. როგორც მეგობრები ამბობენ, რენატას მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა თუ რაღაც ეგეთი, მერე როგორც ვიცი, შალვამ ფეხსაცმელი ესროლა, თუ რაღაც. რენატას ვესაუბრე, ზუსტად არ ახსოვს არაფერი.

ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ, 12 წელია ერთად არიან, მაგრამ ერთად არ უცხოვრიათ, რენატა ჩემთან ცხოვრობს, ბავშვიც ჩემთან არის, მათ კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით, მე არ მინახავს, არ შევსწრებივარ. რენატას სახეზე ან ტანზე დაზიანება არ მინახავს. შაკოს 12 წელია, ვიცნობ, ბავშვი 8 წლისაა, არ მახსოვს, სანდრას მამაზე ეთქვას, რომ ხმამაღალი სიტყვა უთხრა, ჩემი ურთიერთობიდან გამომდინარეც, შაკოსგან არც აგრესია დამინახავს და არც სხვა რამე“, - განაცხადა ბეგიაშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა, რენატას შემაკავებელი ორდერი ოჯახის წევრების მიმართ გამოწერილი, მამა ასე პასუხობს:

„მე არ მახსოვს, შეიძლება წასული ვიყავი, ბებიასთან აქვს ხოლმე კონფლიქტი, შემაკავებელი ორდერი რაზე დაუწერეს, არ ვიცი, ხელით შეხებაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ბეგიაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ მეუღლის - რენატა ბეგიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შალვა იაშვილს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იაშვილმა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ