საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ინტერაქციური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და მაგისტრანტები, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, დეკანის მოადგილე, პროფესორი სოფიო მიდელაშვილი, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა - საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ძნელაძემ, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბესიკ ციხელაშვილმა, მოადგილემ დავით არდაზიშვილმა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსმა ზვიად ჭილაიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია ორგანიზაციის სპეციფიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების, სტაჟირების პროგრამისა და სამომავლო დასაქმების პერსპეტივების, ასევე, ახალგაზრდების კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ძნელაძე სტუდენტებს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა და ანაზღაურებადი სტაჟირების 6-თვიანი პროგრამის დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.

ლევან ძნელაძის განცხადებით, უწყების პრიორიტეტი ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვაა. ამ მიზნით, მოტივირებულ ახალგაზრდებს საგამოძიებო სამსახური, გარკვეული პერიოდულობით, სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. ლევან ძნელაძის ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, სტაჟირების პროგრამის გავლის შედეგად, საგამოძიებო სამსახურს 202 ახალგაზრდა კვალიფიციური თანამშრომელი შეემატა. საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტუ-ის სამართლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები შეძლებენ თეორიული ცოდნის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული კურსის გავლას - საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში. სტაჟირების დასრულებისა და დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟორს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დამსაქმებელთან აქტიური კოლაბორაციაა იმ მიზნით, რომ სტუდენტების კარიერულ განვითარებას ქმედითად შეუწყოს ხელი და მაქსიმალურად გაუმარტივოს მათ დასაქმების პროცესი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოტივირებულმა ახალგაზრდებმა იგრძნონ ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან და თვალნათლივ დაინახონ დასაქმების პერსპექტივები. სწორედ ამიტომ, ჩვენს სტუდენტებს საუნივერსიტეტო სივრცეში აქტიურად ვთავაზობთ ფუნქციურ პლატფორმას მათი კარიერული განვითარებისთვის. ამასთან ერთად, საუნივერსიტეტო პლატფორმა დაინტერესებული დამსაქმებლისთვისაც სარგებლიანია, რადგან გაცილებით უმარტივებს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოძიების პროცესს. მადლობას ვუხდით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უნივერსიტეტში ვიზიტისა და ჩვენი სტუდენტებისთვის ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამის შეთავაზებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სტაჟირება ანაზღაურებადია, პრაქტიკის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებისთვის, ხოლო რაც შეეხება ამ უწყებაში დასაქმებას, ის უდავოდ პრესტიჟულია, მით უფრო სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის. რაც მთავარია, ამ შეხვედრით ჩვენმა სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საგადასახადო სამსახურის საქმიანობის, პრიორიტეტების, სტაჟირების პროგრამის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ცოდნის გაღრმავებისა და დასაქმების რეალური პერსპექტივის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ დამყარდა ინტერაქციური კომუნიკაცია, რაც ვფიქრობთ, მეტ მოტივაციას შეუქმნის ახალგაზრდებს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების გავლის სურვილი და მზადყოფნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაერთმა სტუდენტმა გამოთქვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა