პროკურორი - დაზარალებული რენატა ბეგიაშვილი მრავალგვერდიან ჩვენებას იძლევა, რომ თანაცხოვრების განმავლობაში ბრალდებული მის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა

პროკურორ ალინა კუკავას განცხადებით, დაზარალებული ქალი, რენატა ბეგიაშვილი, რომელიც მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, გამოიკითხა და თქვა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან არაერთი ძალადობა განხორციელდა.

პროკურორის განმარტებით, საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე.

მისი თქმით, ყველა გარემოებას, რომელიც სასამართლო დარბაზში გაჟღერდა ან სამომავლოდ გაჟღერდება, ბრალდების მხარე მტკიცებულებების საფუძველზე გადაამოწმებს და დადასტურების შემთხვევაში, მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს.

“გამოკითხულია დაზარალებული, რომელიც მრავალგვერდიან ჩვენებას იძლევა იმის შესახებ, რომ თანაცხოვრების განმავლობაში ბრალდებული მის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა. შესაბამისად, ბრალდების მხარე სწორედ ამაზე აპელირებდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რომ მაღალი ინტენსივობით ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და დანაშაულებრივი საქმიანობის საფრთხე. ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ სასამართლოს არგუმენტები წარუდგინა, რაც სრულად იქნა გაზიარებული. სწორედ ამიტომაც, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა”, - განაცხადა ალინა კუკავამ.

ცნობისთვის, შალვა იაშვილს, რომელსაც ყოფილ მეუღლეზე რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ედება ბრალი, სასამართლომ აღკვეთი ფონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ