14.07.2025 / 09:02
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც არ გამორიცხა “ახალი ინიციატივები”. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების საკითხების სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობით, საუბრისას ერდოღანმა თურქულ ქალაქ მერსინში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსეთის წვლილისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა.

განცხადების თანახმად, საუბრისას ასევე თურქულ-რუსული ურთიერთობები და რეგიონული საკითხები იქნა განხილული.

“საუბრისას ასევე განიხილა რუსულ-უკრაინული ომი და მარცვლეულის შეთანხმება. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული სამუშაო ჯგუფის მეშვეობით შესაძლოა ახალი ინიციატივები რეალიზდეს. პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანს მალე გამოჯანმრთელების სურვილები გადასცა სატელეფონო საუბრის დროს, რომელშიც ასევე სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა”, - წერია განცხადებაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ