გიორგი ამილახვარმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰადას მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი ამილახვარმა ისრაელის ელჩს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების კუთხით არაერთი ქმედითი ნაბიჯი იდგმება.

მინისტრმა განათლების სამივე საფეხურზე ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი STEM პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის საკითხებზე.

თავის მხრივ, ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა განაცხადა, რომ ისრაელი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში