თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ დასავლეთს ევაჭრება და რუსეთით აშინებს

„ქართული ოცნება“ დასავლეთს ევაჭრება და რუსეთით აშინებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც აქუბარდიამ განმარტა, შანტაჟი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მაშინ „საქართველოს რუსეთი წაიღებს“.

ამასთან, აქუბარდია ამბობს, რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებსაც აშანტაჟებს და „ფაქტობრივად მძევლად ჰყავს აყვანილი“.

„აშინებს, რომ თქვენ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემთ, მაშინ რუსეთი წაიღებს საქართველოს, ხოლო საქართველოში დასავლეთით აშინებს მოსახლეობას, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს და მეორე ფრონტის გახსნა უნდა დასავლეთს, ყველა ოპოზიციურ პარტიას და სამოქალაქო სექტორს, ასეთი შანტაჟი მიმდინარეობს. შანტაჟი მიმდინარეობს დასავლეთის და მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობის, მძევლად ჰყავთ აყვანილი ფაქტობრივად", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გადაცემაში თეონა აქუბარდიამ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე ბრიუსელში და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, ნატო-ს გენმდივნისა და საქართველოს პრემიერის განცხადებების გათვალისწინებით, მას არ აქვს იმედი, რომ ვილნიუსის ნატო-ს სამიტიდან საქართველო „რაიმე ისეთს წამოიღებს“, რაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

„ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა ბრიუსელში. ბოდიში და დაახურა თავზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერს მათ შორის იმის შეხსენებით, როდესაც რუსულ კანონზე უთხრა, რომ ეს დემოკრატიიდან გადახვევა იყოო. აქ რომ გვეუბნებიან, რომ უბრალოდ ჩვენ ცუდად წარვადგინეთ, თორემ არაფერი ცუდი კანონი არ იყო, ამ შემთხვევაში პირდაპირ უთხრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელსაც ერთი სიტყვითაც არ უთქვამს, რომ ნატო-ში წევრობა საქართველოს ამოცანაა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყნის პრემიერი იყო ჩასული ნატო-ში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, რომელსაც ეუბნებოდა, რომ პარტნიორობის გაღრმავება მინდაო.

სომხეთიც კი, რომელიც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა პარტნიორობს ნატო-სთან, მაგრამ ჩვენ გვსურს ნატო-ში წევრობა და სიტყვა - წევრობა, რომ აღარ არის საერთოდ ნახსენები და როდესაც თავჩახრილი დგას ჩვენი პრემიერი და ის ეუბნება, დემოკრატიულ რეფორმებში პრობლემა გაქვთ, მიხედეო და რუსულ კანონს ახსენებს, რომელიც გადახვევა იყო კურსიდან, რას უნდა ველოდოთ ჩვენ ვილნიუსის ნატოს სამიტისგან? მე უბრალოდ არ მაქვს იმის განცდა, რომ საქართველო იქიდან წამოიღებს რაღაცას მნიშვნელოვანს ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო