მოქალაქე აცხადებს, რომ მეტროში თავს დაესხნენ. როგორც ლუკას აბლოთია სოციალურ ქსელში წერს, მასზე ფიზიკური ძალადობა მოხდა.
“დღეს დიდუბის მეტროში 4 მამაკაცი თავს დამესხა და ჩემზე ფიზიკურად იძალადა. ახლა პოლიციასთან ვარ, სპრეის გამოყენება მომიწია თავის დასაცავად!“, - წერს „ფეისბუქზე“ მოქალაქე.
“ინტერპრესნიუსი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.