გრიგოლ გეგელია - ხელისუფლების ავტოკრატიული პოლიტიკის გამო, ჩვენი სახელმწიფო სწორედ იმ მეგობრებს კარგავს, ვინც გზა უნდა გაგვიკაფოს ევროკავშირისა და ნატო-სკენ

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად გვაფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი სრულად აცდენილია საქართველოს ხალხის დაკვეთას და მაჯისცემას.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, ხელისუფლების ავტოკრატიული პოლიტიკის გამო, საქართველო სწორედ იმ მეგობრებს კარგავს, ვინც გზა უნდა გაგვიკაფოს ევროკავშირისა და ნატო-სკენ.

„ხელისუფლების მავნებლური კურსის შედეგი სახეზეა - სრულიად მსოფლიო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ვაშინგტონი, ვარშავა, ბალტიისპირეთის დედაქალაქები ერთხმად გვაფრთხილებს, რომ საქართველოა ხელისუფლების კურსი სრულად აცდენილია საქართველოს ხალხის დაკვეთას და მაჯისცემას.

ამ ხელისუფლების პოლიტიკა ხელაღებით სპობს წლების განმავლობაში დაგროვებულ პარტნიორობასა და ნდობას, რომელიც აშშ-ში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში თუ ლონდონში არსებობდა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზუსტად ის სახელმწიფოებია, რომელთა გარეშე საქართველოს არ გააჩნია არც ევროპული და არც უსაფრთხო მომავალი.

ერთი დღის განმავლობაში, ჩვენ ყველა ამ დედაქალაქიდან მოვისმინეთ საბოლოო განაჩენი „ქართული ოცნების" ხელისუფლების შესახებ. პირველად ისტორიაში, საქართველოს უდიდესი მეგობარი სენატორი შაჰინი ღიად ამბობს, რომ დღეს საქართველოში „ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, რაც უმკაცრესი შესაძლო განაჩენია ევროკავშირის კანდიდატობის მსურველი სახელმწიფოსთვის. დღეს ბრიტანეთის პარლამენტში ვისმენთ, რომ საქართველომ გადადგა ნაბიჯები უკან რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებით და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო. დღეს მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ რეფორმები არ გატარებულა და „ბურთი ჩვენს მოედანზეა“.

დასავლეთის ვერდიქტი არასოდეს ყოფილა ასე ცხადი და მკაფიო. ეს არის საბოლოო განაჩენი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე. დღეს, როდესაც ახალი გეოპოლიტიკური კონტურები იკვეთება, რომელშიც საქართველო თავის მყარ ადგილს უნდა იკავებდეს, ხელისუფლების ავტოკრატიული პოლიტიკის გამო, ჩვენი სახელმწიფო სწორედ იმ მეგობრებს კარგავს, ვინც გზა უნდა გაგვიკაფოს ევროკავშირისა და ნატო-სკენ“, - აცხადებს გეგელია, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა